2015-09-08

„სახალხო და კულტურული დიპლომატია კრიზისის დროს"

2015 წლის 22-24 ოქტომბერს საბერძნეთის როდოსის მუნიციპალიტეტის კულტურა - თანამშრომლობისათვის ფონდი და ათენის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ატარებენ ერთობლივ ღონისძიებას თემაზე: „სახალხო და კულტურული დიპლომატია კრიზისის დროს".აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე აპლიკანტებს ან მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა მკვლევარებს, კულტურის მენეჯერებსა და ახალგაზრდა დიპლომატებს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1, დანართი 2
Print

« იხ. ყველა სიახლე