2017-12-13

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ღია კარის დღე

15 და 18 დეკემბერს, 18:00 საათზე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) გაიმართება ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე.

თუ გაინტერესებთ ეკონომიკა და გსურთ, საერთაშორისო დონის განათლება მიიღოთ საქართველოში, მაშინ მობრძანდით ISET-ში და გაიცანით ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები, თანამშრომლები და ნახეთ ის გარემო, სადაც მომავალმა სტუდენტებმა უნდა გაატარონ დრო სწავლის პერიოდში.

ISET-ის თანამშრომლები გაგაცნობენ შენობას, ბიბლიოთეკას, საკლასო და დასასვენებელ ოთახებს, პროფესორები მოგიყვებიან კურსებზე, ლექციებსა და საინტერესო აქტივობებზე, რომლებიც მრავლად იქნება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები კი მოგიყვებიან საკუთარ პირველ ნაბიჯებსა და გამოცდილებაზე, რაც დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

გელით ყველას!

მის.: საქართველო, 0108 თბილისი, ზანდუკელის ქ. 16, ISET, I სართული, საკონფერენციო დარბაზი.

Print

« იხ. ყველა სიახლე