2017-06-05

კონკურსი ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მისაღებად

გამოცხადდა კონკურსი ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მისაღებად. კონკურსში საბუთების მიღება დაიწყო 1 ივნისს. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 1 ივლისი.
 

2017 წელი გახლავთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების და ასევე იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წელი. თსუ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის ბრძანების №61/01-01თანახმად, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის (27 ოქტომბერი) აღსანიშნავად და ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობისათვის, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გაიცემა ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბრძანება (ბრძანება№61/01-01);


Print

« იხ. ყველა სიახლე