2014-01-25

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცხადდება კონკურსი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 24 იანვრის სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად   რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის #151/01–01 ბრძანებით (იხ. ბრძანება და დანართი) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევისა და ფორუმისათვის წარდგენის მიზნით აცხადებს კონკურსს.

1. ფორუმზე წარსადგენად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო მოხსენებას სტუდენტი წარადგენს ფაკულტეტის კანცელარიაში.
2. ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტის წარმოდგენილი მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში, ან მოსმენილია წინა წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.
3. დოქტორანტის სამეცნიერო მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში.
4. მოხსენების ავტორი (ავტორთა ჯგუფი) უნდა იყოს  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.
5.  სტუდენტი ფორუმში მონაწილეობისათვის განაცხადს წარადგენს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში  (თსუ II კორპ. ოთახი #110). უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ან/და უნივესიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირის წერილობითი რეკომენდაციით. სტუდენტმა განაცხადში უნდა მიუთითოს თავისი და სხვა თანაავტორების სამეცნიერო წვლილი და წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთვევაში). განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი, 18.00 სთ.

პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
საბჭოს თავმჯდომარე, დეკანი

Print

« იხ. ყველა სიახლე