2012-10-11

სტუდენტთა საყურადღებოდ!

19 ოქტომბერს, 14.00 საათზე ტრენინგცენტრი „TDC“ (Tourism Development Center) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინტერესებული სტუდენტებისთვის მართავს საინფორმაციო შეხვედრას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ტრენინგცენტრი „TDC“ საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობასთან „დავითიანთან“ არსებობს და მართავს გიდებისა და ტუროპერატორების მოსამზადებელ ინტენსიურ კურსებს, რომლის მიზანია პროფესიონალი კადრების მომზადება, მათი სტაჟირება და დასაქმება ტურიზმის ინდუსტრიაში. კერძოდ,  „TDC“-ის პარტნიორ ტურისტულ კომპანიებში, რომელთა მენეჯერთა ნაწილის დაფუძნებულია სასწავლო ცენტრი და თავად ატარებენ მასტერ-კლასებს და ეცნობიან მომავალ თანამშრომლებს.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე