2017-06-16

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი "Job fest”!!!

25 ივნისს, 13:00-17:00 საათზე, ვაკის პარკში, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი " Job fest” გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 70-ზე მეტი დამსაქმებელი და 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები მთელი საქართველოს მასშტაბით.

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest მიზნად  ისახავს დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას.

JOB fest-ში  მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მისამართზე: www.jobfest.ge ასევე: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში (სამუშაო დღეებში 10:00 -17:00 სთ). რეგისტრაცია 23 ივნისს 24:00 სთ-მდე  გაგრძელდება.

მუშაობის/სტაჟირების მსურველ ახალგაზრდებს, www.jobfestge -ზე სახელის, გვარის, პირადი ნომრის, პირადი ელექტრონული ფოსტისა და საკონტაქტო ინფორმაციის შევსება მოუწევთ. www.studentjob.ge - ზე კი, კატეგორიაში Job Fest - შესაძლებელია ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და პოზიციების წინასწარ გაცნობა და ფესტივალზე შერჩეულ კომპანიებთან მიზნობრივად მისვლა და გასაუბრება.

ფესტივალის და რეგისტრაციის შესახებ დეტალები იხილეთ დანართის სახით, ან ეწვიეთ ბმულს







Print

« იხ. ყველა სიახლე