2012-05-15

სამართლის ეროვნული კონფერენცია

2012 წლის 19–20 მაისს, 11:00 საათზე, თსუ I კორპუსი, აუდიტორია (N 006)
სამართლის ეროვნული კონფერენცია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებისა და სკოლების მიერ ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიებაა.
კონფერენციის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარება და სამართლის რეფორმის თემებზე აკადემიური დებატის წახალისება.
კონფერენცია მრავალდარგობრივია და მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სამართლის, ისე მომიჯნავე დისციპლინებში მოღვაწე მევნიერებსა და მკვლევარებს. კონფერენციის ფარგლებში მუშაობა წარიმართება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
  •  საკონსტიტუციო სამართალი
  •  ადმინისტრაციული სამართალი
  •  სისხლის სამართალი
  •  საერთაშორისო სამართალი
  • ევროპის სამართალი
  • კერძო სამართალი
კონფერენციის მასპინძელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივვერსიტეტი.
კონფერენციის  მონაწილეები:
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
  •  კავკასიის უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დღის წესრიგი

Print

« იხ. ყველა სიახლე