2011-03-18

კონკურსი "მცირე პროზა"

ქალაქ თბილისის მერია
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი


             აცხადებს


ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის

 
              “მცირე  პროზა”



კონკურსის პირობები:



ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი  პროზაული ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი ( არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება). ან შემოთავაზებული  თემა “თემის შერჩევა კონკურსის შედეგებზე არ იმოქმედებს.
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4, თითოეული არა უმეტეს 8 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, ელექტრონული ვერსიით.
ჩატარების თარიღი _  2011 წლის 25 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით. 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I. II. III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.

საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ-მისამართზე n.baratashvili_museum@yahoo.com და მიტანილ იქნას ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, მისამართი: ჩახრუხაძის ქ. № 17. ტელ. 99.06.99, 893148125

Print

« იხ. ყველა სიახლე