2017-08-21

სამეცნიერო კონფერენცია: "ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები 2017"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს ნაშრომების მიღებას სამეცნიერო კონფერენციისათვის "ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  აქტუალური პრობლემები 2017".   

კონფერენცია გაიმართება 25 სექტემბერს.

კონფერენციის მიზანია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროში განხორციელებული კვლევების შედეგების თავმოყრა და გაზიარება,  ქართველ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა.

კონფერენცია ეძღვნება თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი საერთაშორისო, ორენოვანი, ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის -“თსუ ფსიქოლოგია“-დაარსებას.

სამუშაო სექციები
ფსიქოლოგია
•ფსიქოლოგიური კვლევები და  მეთოდოლოგიური პრობლემები
•გამოყენებითი ფსიქოლოგიური კვლევები
განათლების მეცნიერებები
•პედაგოგიკის თეორიის თანამედროვე ასპექტები
•გამოყენებითი კვლევები განათლების მეცნიერებებში

მოთხოვნები
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი

სამუშაო ენა - ქართული

პუბლიკაცია
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების აბსტრაქტები გამოქვეყნდება ელექტრონული ბროშურის სახით, რომელსაც მოამზადებს თსუ გამომცემბლობა.

აბსტრაქტები
შრიფტი: ქართული აბსტრაქტისათვის arial geo უნიკოდი. ინგლისური აბსტრაქტისათვის Times New Roman. შრიფტის ზომა: 10, სტრიქონთაშორისი ინტერვალი: 1, სიტყვების რაოდენობა: მაქსიმუმ 350 სიტყვა.

მნიშვნელოვანი თარიღები
აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 01.09.2017
აბსტრაქტების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების გაგზავნის თარიღი : 08.09.2017

კონფერენციის მსვლელობა
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
ილია ჭავჭავაძის გამზ. 11ბ, მე-3 კორპუსი, 0179 თბილისი, საქართველო

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsu.psychology@tsu.ge
მეილის სათაურის ველში და რეგისტრაციის ფორმის სახელწოდების ველში უნდა განთავსდეს ინფორმაცია შემდეგი ფორმულირებით: მომხსენებლის გვარი, ქვედა ტირე, კონფერენცია, ქვედა ტირე, 2017. მაგ. უზნაძე_კონფერენცია_2017.

ორგანიზატორი
თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტი
სამეცნიერო კვლევებისა და განავითარების სამსახური
ელ–ფოსტა: dimitri.chubinidze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე