2015-07-09

ტრენინგი სტუდენტებისთვის "ახალგაზრდების როლი გენდერულ თანასწორობაში"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის ტრენინგში "ახალგაზრდების როლი გენდერულ თანასწორობაში" მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV, სამოტივაციო წერილი (200-300 სიტყვა) და ესსე (1000-1500 სიტყვა თემაზე "ქალთა უფლებები" გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე youth@ginsc.net (subject: ტრენინგი "ახალგაზრდების როლი გენდერულ თანასწორობაში“).

ესსე უნდა ასახავდეს თქვენს ხედვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მონაცემი (მაგალითები ისტორიიდან, ლიტერატურიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა), რომელსაც საჭიროდ მიიჩნევთ თქვენი პოზიციის გასამყარებლად. ტექსტი აგებული უნდა იყოს ესსეს სტრუქტურის შესაბამისად (შესავალი ნაწილი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა); ნათლად უნდა გადმოსცემდეს თქვენს სათქმელს და მოიცავდეს დამაჯერებელ არგუმენტებს;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 ივლისი.

სტუდენტებისათვის დაგეგმილი გასვლითი ტრენინგი 4 დღიანია 2015 წლის 25 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: გენდერი, გენდერული სოციალიზაცია, ქალთა უფლებები, ქალთა მიმართ ძალადობა, ქალთა უფლებების მხრივ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები. სტუდენტთა მონაწილეობის ხარჯს ქალთა საინფორმაციო ცენტრი დაფარავს.

Print

« იხ. ყველა სიახლე