2015-02-19

კონფერენცია "ამერიკის შეერთებული შტატების კულტურა და საზოგადოება"

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია და ამერიკისმცოდნეობის სამეცნიერო წრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 28 აპრილს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მესამე ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას - ამერიკის შეერთებული შტატების კულტურა და საზოგადოება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

მოხსენებები უნდა შეეხებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებას, კულტურას, ღირებულებებსა და ინსტიტუტებს; იმ ეთნიკურ, რასობრივ, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და რელიგიურ კონტექსტებს, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის მანძილზე განსხვავებული კულტურები წარმოქმნა.

მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი. მოხსენებები უნდა პასუხობდეს აღნიშნულ თემატიკას, სხვა შინაარსის მქონე სტატია კონფერენციის მონაწილეთა შერჩევის კონკურსს ავტომატურად გამოეთიშება.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ორი სექცია: ამერიკის შეერთებული შტატების კულტურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოების.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა უნდა გადმოაგზავნოს:
  1. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  2. ლექტორის რეკომენდაცია სტატიაზე;
  3. მოხსენების სრული ტექსტი (1200 – 1500 სიტყვა, სქოლიოში მითითებული წყაროების გამოკლებით); სტატიას აუცილებლად უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია ჩიკაგოს ციტირების ფორმატში (http://www.chicagomanualofstyle.org/tools_citationguide.html)
  4. ანოტაცია ინგლისურ ენაზე (200 – 300 სიტყვა);
  5. თავფურცელი (ავტორის ვინაობა, ფაკულტეტი, მიმართულება, კურსი, სტატიის სახელწოდება, ავტორის საკონტაქტო მონაცემები (მობილურის/სახლის ტელეფონის ნომერი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი);

გთხოვთ, Subject Line-ში მიუთითოთ - კონფერენცია და საკუთარი სახელი და გვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასალები არ განიხილება.

ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა აღნიშნული მასალები Microsoft Word-ის ფორმატში უნდა გადმოაგზავნოს 2015 წლის 18 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე mariamikhat@yahoo.com

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://americanstudiestsu.blogspot.com/
ან დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე mariamikhat@yahoo.com

Print

« იხ. ყველა სიახლე