2016-12-19

საახალწლო ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის „უწყვეტი განათლება 2016“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი აცხადებს საახალწლო ფოტოკონკურსს სტუდენტებისთვის სახელწოდებით „უწყვეტი განათლება 2016“.  კონკურსის თემატიკაა განათლება. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც შინაარსობრივად ეხმიანება კონკურსს.  გაიმარჯვეთ და მოიგეთ პრიზები!
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგვიგზავნოთ საკონკურსო ფოტოები შემდეგ მისამართზე: photo.tsu@yahoo.com  19 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით.
  • გამოგზავნილი ფოტოები 11 იანვარს განთავსდება თსუ-ს უწყვეტი განათლების Facebook გვერდზე: თსუ უწყვეტი განათლება - TSU LLL (https://www.facebook.com/TSULLL/ )
  • ერთ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ფოტო
  • საკონკურსო ფოტოებთან ერთად, ელექტრონული ფოსტით გამოგვიგზავნეთ შემდეგი მონაცემები თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სასწავლო მიმართულება, კურსი, საკონტაქტო ინფორმაცია.
I და II ადგილის მფლობელი გახდება ის, ვისი ფოტოც მიიღებს ყველაზე მეტ Like-ს  უწყვეტი განათლების Facebook გვერდზე, 16 იანვრის 23:30 საათის მდგომარეობით.  გარდა ამისა,  უწყვეტი განათლების ცენტრი დაასახელებს  საკუთარ რჩეულს, რომელიც გამოვლინდება დახურული კენჭისყრის მეშვეობით. დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 17 იანვარს.

პრიზები:
I ადგილის მფლობელს
საჩუქრად გადაეცემა:
  • ფოტოგრაფ ლიკა ავალიანის საახალწლო ფოტოსესია;
  • Madstudio-ს მაისური კონკურსანტის  მიერ გადაღებული საკონკურსო ფოტოს ილუსტრაციით.
II ადგილის მფლობელს
  • კომპანია CMYK საჩუქრად გადასცემს საათს, მის მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი  ფოტოს გამოსახულებით;
  • IGO Studio დაასაჩუქრებს 15X30სმ  30 ცალი ფოტოების დაბეჭდვის ვაუჩერით.
უწყვეტი განათლების რჩეულს საჩუქრად გადაეცემა კომპანია CMYK-ის მიერ დამზადებული საათი, რომელზეც გამოსახული იქნება მესამე ადგილის მფლობელის საკონკურსო ფოტო.
  • საკონკურსო ფოტოებიდან შეირჩევა 20 საუკეთესო ფოტო, რომელიც გამოიფინება დაჯილდოების ცერემონიალზე.   
  • სამივე გამარჯვებულს  უწყვეტი განათლების ცენტრი გადასცემს სიმბოლურ საჩუქრებს

Print

« იხ. ყველა სიახლე