2015-05-06

საზაფხულო სკოლა ათათურქის უნივერსიტეტში თურქოლოგიის ან თურქული როგორც მეორე უცხო ენის კურსების სტუდენტთათვის

2015 წლის 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტი (ქ. ერზურუმი) ორგანიზებას უწევს საზაფხულო სკოლას „კულტურათაშორისი დიალოგი“, რომლის წარმატებით  დასრულების შემდეგ სტუდენტები დააგროვებენ 3 კრედიტს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ს ორ სტუდენტს. აუცილებელია ინგლისური ენის  (B2 დონე) ცოდნა. სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე, მგზავრობის თანხას იხდის სტუდენტი.    

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გასაუბრება ჩაუტარდებათ  2015  წლის 19 მაისს, 09:00 საათზე თსუ პირველ კორპუსში, ოთახი 216.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში 6 - 15 მაისს 12.00 საათამდე.  რეგისტაციისას კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
  • ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;
  • მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის აკადემიური მოსწრების (CPA) დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსი შესახებ;
იხილეთ პროგრამა

საკონკურსო დოკუმენტაციას ჩაიბარებს ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

ი.ჭავჭავაძის №1,  თსუ პირველი კორპუსი, ოთახი №121

Print

« იხ. ყველა სიახლე