2013-02-04

კვლევის მეთოდების მოდულის კურსები თსუ დოქტორანტებისთვის

2013 წლის  გაზაფხულის სემესტრში (4 მარტიდან), სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ჩატარდება კვლევის მეთოდების მოდულის კურსები, რომელიც შეუძლიათ აიღონ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა, აგრეთვე თსუ-ის სხვა ფაკულტეტების დოქტორანტებმა.  

სტუდენტების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 
- 0 1.03.2013
რეგისტრაციისთვის დოქტორანტებმა ელ.ფოსტით უნდა გამოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე  tatia.mzhavanadze@tsu.ge
სტუდენტებმა სწავლის დაწყებამდე, 04.03.2012-მდე  აგრეთვე უნდა წარმოადგინონ:
  •  სარეგისტრაციო ფორმის ამობეჭდილი და ხელმოწერილი ასლი
  •  დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა დეკანატიდან (შესაძლებელია დასკანირებულის გამოგზავნა ელ. ფოსტით)
  •   პირადობის მოწმობის ასლი   (შესაძლებელია დასკანირებულის გამოგზავნა ელ. ფოსტით)
 
გაზაფხული სემესტრში ჩატარდება კვლევის მეთოდების მოდულის შემდეგი სასწავლო კურსები:
  1. სოციალური კვლევის მეთოდები : რაოდენობრივი და თვისებრივი (5 ECTS, 30 საკონტაქტო საათი), ლექტორი: თამარ ზურაბიშვილი, ოთხშაბათი,14:00 -16:00საათზე, II  კორპუსი, 336-ე ოთახი.
  2.  შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში SPSS-ის ელემენტებით (5 ECTS, 30 საკონტაქტო საათი), ლექტორი: ლილი ხეჩუაშვილი, აღნიშნული კურსი ჩატარდება ინტენსიური სწავლებით(1,5 თვე, 4 მარტი-23 აპრილი), კვირაში ორი დღე: ორშაბათს 13:00-15:00 საათზე და ხუთშაბათს 13:00-15:00 საათზე, II კორპუსი, 336-ე ოთახი.




Print

« იხ. ყველა სიახლე