2017-02-20

საერთაშორისო კონფერენცია „გაერო-ს პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური მიდგომა მიგრაციისადმი და მისი ზეგავლენა საქართველოს მიგრაციის პოლიტიკაზე“

10-11 მაისს, საერთაშორისო კონფერენცია „გაერო-ს პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური მიდგომა მიგრაციისადმი და მისი ზეგავლენა საქართველოს მიგრაციის პოლიტიკაზე“ გაიმართება.

კონფერენციის ენა: ინგლისური და ქართული

საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს ფორუმს, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერები და პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები იმსჯელებენ მიგრაციის სფეროში მიმდინარე კვლევებზე და მათ ზეგავლენაზე მიგრაციის პოლიტიკაზე როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ავტორებს, რომლებიც სწავლობენ მიგრაციის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტს, პოლიტიკის შედეგებს და მის ზეგავლენას; და ასევე, მუშაობენ ემპირიულ კვლევებზე, რომელთა მიგნებები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მიგრაციის პოლიტიკის შედეგების გასაუმჯობესებლად. ავტორებმა უნდა აჩვენონ კავშირი ზემოთ აღნიშნულ დეკლარაციასთან, განსაკუთრებით კი, მის ძირეულ ელემენტებთან, რომლებიც ქმნის საფუძველს მომავალი გლობალური შეთანხმების შესამუშავებლად უსაფრთხო, მოწესრიგებული და ლეგალური მიგრაციის შესახებ და მიზნად ისახავს შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვას და განხორციელებას.

კონფერენციის მიზანი და საბოლოო ამოცანა საქართველოში მიგრაციის შესახებ თანამედროვე აკადემიური მიგნებების ურთიერთგაცვლისა და მიგრაციის მართვის სფეროში  მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობაში მდგომარეობს. 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ წარმომადგენლებს სხვადასხვა აკადემიური სფეროდან, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ეკონომიკა, ისტორია, სამართალი, ანთროპოლოგია, საჯარო მმართველობა, დემოგრაფია და სოციალური გეოგრაფია. კონფერენცია ორგანიზებული იქნება რამდენიმე თემატური პანელის სახით, შემდეგი საკითხების ირგლივ:
-    მიგრაცია და განვითარება;
-    მიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
-    მიგრანტთა ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომის უფლება;
-    არალეგალური მიგრაცია;
-    დიასპორა და მისი კავშირი წარმოშობის ქვეყანასთან;
-    მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება;
-    ინტეგრაცია და რეინტეგრაცია.

ორდღიანი კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარებისა და პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რათა მათ ერთობლივად განიხილონ თანამედროვე აკადემიურ კვლევათა შედეგები და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი წარმოაჩინონ უფრო ფართო, რეგიონთაშორის ჭრილში. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  ვიწვევთ, როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მეცნიერებს, მათ შორის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

მონაწილეთა შერჩევისას ორგანიზატორები ყურადღებას გაამახვილებენ ნამუშევრების შესაბამისობაზე საქართველოს კონტექსტთან და რეგიონთან, და ასევე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაციის არსებული პოლიტიკის დახვეწა; საქართველოში, რეგიონსა და ევროკავშირში შესაძლო მომავალი მიგრაციული ნაკადებისა და მოვლენათა განვითარების სცენარების პროგნოზირება, და განვითარების პროცესებზე ამ მოვლენათა შესაძლო ზეგავლენის და მისი დადებითი ასპექტების წარმოჩენა და გაძლიერება.

კონფერენციის აბსტრაქტები (250 სიტყვა, MS Word-ის ფორმატი, ინგლისურ ენაზე, რომელსაც თან ახლავს ავტორის/ავტორების საკონტაქტო ინფორმაცია და მოკლე - 100-სიტყვიანი ბიოგრაფია) უნდა გამოიგზავნოს კონფერენციის ორგანიზატორებთან 2017 წლის 15 მარტამდე მისამართზე: enigmma@icmpd.org.

მონაწილეთა ინფორმირება კონფერენციაში მონაწილეობის თაობაზე: 22 მარტი, 2017 წ.

სრული სტატიის (5-6 ათასი სიტყვა) გამოგზავნის ვადა: 20 აპრილი, 2017 წ.  

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 10-11 მაისი, 2017 წ.  

კონფერენცია მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ორგანიზებულია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს დაკვეთით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ENIGMMA-ს მიერ, რომელსაც საქართველოში ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვთარების საერთაშორისო ცენტრი. საერთაშორისო დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის გაიცემა შეზღუდული ოდენობის სამოგზაურო გრანტები, რომელთა მისაღებადაც, გთხოვთ, კონფერენციის აბსტრაქტთან ერთად, გამოაგზავნოთ მოთხოვნა დაფინანსების თაობაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: enigmma@icmpd.org.  






Print

« იხ. ყველა სიახლე