2014-02-06

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა

 ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX) აცხადებს შესარჩევ კონკურსს გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე 2014-2015 აკადემიური წლისთვის ( Global Undergraduate Exchange Program in Eurasia and Central Asia). ანკეტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი.

 პროგრამა საშუალებას აძლევს  ბაკალავრიატის პირველ, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში სრული დაფინანსებით. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.

 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის, საანკეტო ფორმებისა და ინსტრუქციებისთვის, გთხოვთ, იხილოთ პროგრამის ვებგვერდი: http://irex.ge/ugrad   

   ან დაუკავშირდით:

 Ekaterina Kupunia
 Senior Program Officer
 Education Programs  Division

 ---------------------------------------------
 IREX/Georgia
 www.irex.ge
 6 K. Marjanishvili Street
 Tbilisi 0102, Georgia
 Office: +(995 32) 291 26 08 Ext. 107
 Fax:    +(995 32) 91 26 09
 E-mail: ekupunia@irex.org
Print

« იხ. ყველა სიახლე