2013-09-02

სტიპენდია თსუ სამაგისტრო პროგრამისათვის “თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები”

სტიპენდია თსუ სამაგისტრო პროგრამისათვის “თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები” (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ინესა მერაბიშვილი)

საქართველოს ბაირონის საზოგადოება ბაირონის საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს “ბაირონის სტიპენდიის” მოსაპოვებლად.

სტიპენდია გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ წარჩინებულ სტუდენტზე, რომელიც 2013-2014 სასწავლო წელს ჩაირიცხება სამაგისტრო პროგრამაზე “თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები”.

სტიპენდიის მიზანია ხელი შეუწყოს ბაირონის ეპოქის ტექსტების კვლევას, თარგმანსა და პოპულარიზაციას.

ბაირონის სტიპენდია აგრეთვე ითვალისწინებს მაგისტრანტების ჩართულობას ბაირონის 40-ე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ჩატარდება თსუ-ში 2014 წლის 23-28 ივნისს.

სრული სტიპენდია გულისხმობს სწავლების ერთი წლის საფასურის დაფარვას, ხოლო ნაწილობრივი სტიპენდია - ერთი სემესტრის სწავლების გადასახადის დაფარვას.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  1. თსუ ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის დამადასტურებელი საბუთი;
  2. სამოტივაციო წერილი (250 სიტყვა);
  3.  CV.

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 10 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ თარგმანის მიმართულებას:

innesmerabishvili@hotmail.com

ტელ: 2983478, 2252756


Print

« იხ. ყველა სიახლე