2012-06-28

„თავისუფალი წვდომა და სამეცნიერო კომუნიკაცია. პროგრამული საშუალებები და პრაქტიკული მაგალითები“

28-29 ივნისს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით ჩამოდის  ირინა კუჩმა (უკრაინა), საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL - ის თავისუფალი წვდომის (Open Access) პროგრამის მენეჯერი რომელიც ჩაატარებს პრეზენტაციებს ორი დღის განმავლობაში და შეხვდება სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.  პრეზენტაციები ჩატარდება ორი დღის განმავლობაში:
  •  28 ივნისს, ხუთშაბათს 11 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საკონფერენციო დარბაზი).თემა: თავისუფალი წვდომა. ეროვნული სტრატეგია. პროგრამული პაკეტები Dspace და OJS.
  • 29 ივნისს, პარასკევს 11 საათზე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში (1 კორპუსის 214 აუდიტორია)
თემა: თავისუფალი წვდომა და სამეცნიერო კომუნიკაცია. პროგრამული საშუალებები და პრაქტიკული მაგალითები.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად წარადგენს საქართველოში თავისუფალი წვდომის პროგრამის განვითარების გეგმას.




Print

« იხ. ყველა სიახლე