2013-07-02

გამოშვება 2013

11 ივლისს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია ჩატარდება. ცერემონიის შემდეგ თსუ პირველი კორპუსის წინ, ღია ცის ქვეშ სტუდენტებისთვის კონცერტს გამართავენ "თსუ არტი" და მარიკო ებრალიძე.

მანტიების გაცემა იწარმოებს 17.00 საათიდან თსუ I კორპუსის ეზოში, "გუდ ფუდის" ტერიტორიაზე. მანტიები გადაეცემათ მხოლოდ დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს, რომლებმაც 20 ივლისამდე გაიარეს რეგისტრაცია თსუ-ს ვებ-გვერდზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე