2017-04-20

IX რეგიონთაშორისი სტუდენტური კონფერენცია

9-10  ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტი “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ატარებს IX რეგიონთაშორის სტუდენტურ კონფერენციას.

კონფერენციის მიზანია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია იქნება მრავალპროფილიანი, სხვადასხვა სპეციალობის  სტუდენტებისათვის.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის განყოფილების სტუდენტებს, დოქტორანტებს.

სამუშაო ენებია:
ქართული, ინგლისური და რუსული.

იმუშავებს შემდეგი სექციები:

1.ჰუმანიტარული მეცნიერებანი  (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკათმცოდნეობა);
2. სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია);
3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
4. სამართალმცოდნეობა;
5. ეკონომიკა და სხვა.
     
მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2017 წლის 6 მაისამდე უნდა წარმოადგინონ  განაცხადი და თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა)  მოხსენებისათვის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   studentsconference@tsu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

Print

« იხ. ყველა სიახლე