2017-07-03

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ქართველოლოგიის დარგში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობისათვის ატარებს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას ქართველოლოგიის დარგში.
 
კონფერენცია ჩატარდება   2017 წლის 27 ოქტომბერს (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს).
 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ, 2017 წლის 5  სექტემბრამდე თეზისები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: gogebashvili.conference2017@tsu.ge
 
იხილეთ თეზისების კრიტერიუმები

რექტორის ბრძანება ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე