2017-03-16

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი

25 მარტს ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ეროვნული-საფინალო რაუნდი.

„ინგლისურის ენის მართლწერის  ნაციონალური კონკურსი“ (NESC-GE) ამერიკული პროექტის, “Spelling BEE”- ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. მასში ჩართულნი არიან მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები   საქართველოს 12 რეგიონიდან. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. მონაწილეები ერთმანეთს რთული ინგლისური სიტყვების დამარცვლაში ეჯიბრებიან. კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები, წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა და თემი და გახდნენ ეროვნული კონკურსის მონაწილეები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი






Print

« იხ. ყველა სიახლე