2010-06-10

გაცვლითი პროგრამა მაგისტრატურის სტუდენტებისთვის კადისის უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს სამაგისტრო პროგრამაზე (International Relations and Immigration Policies) კადისის უნივერსიტეტში (კადისი, ესპანეთი http://www.uca.es) ერთი წლით სწავლის უფლების მოსაპოვებლად (2010/2011 სასწავლო წელი).

სამაგისტრო პროგრამა ორენოვანია! კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური და ესპანური ენის  ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და ესპანურ ენებზე)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი
  • მოტივაციის წერილი (ესპანურ და ინგლისურ ენებზე)
  • სასურველია  ინგლისური და ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ იურიდიული და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს.

კონკურსში გამარჯვებულებს კადისის უნივერსიტეტი სთავაზობს მხოლოდ უფასო სწავლებას. სტუდენტის ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) დაიფარება სტუდენტის მიერ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა : 25 ივნისი 12 საათი; დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ თსუ–ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს;  თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237; ტელ: 25 02 12
Print

« იხ. ყველა სიახლე