2016-12-12

თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისათვის!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ტარდება ელექტრონული ოლიმპიადა  მათემატიკაში. გამარჯვებულებს ელით SDSU - საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები.  ელექტრონული ოლიმპიადის მხარდამჭერია ტემპუსის პროექტი ARMAZEG. მონაწილეობის მსურველმა გუნდმა 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია.
  • ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა;
  • ოლიპიადაში მონაწილეობა შეუძლია 1–3 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს;
  • სკოლიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
  • ერთი მოსწავლე მონაწილეობს მხოლოდ ერთ გუნდში;
  • ფინალი ტარდება როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური პრინციპით.
16 დეკემბერი, 2016 - შესარჩევი ტური
20 იანვარი, 2017 - მეოთხედფინალური ტური
27 იანვარი, 2017 - ნახევარფინალური ტური
4 თებერვალი, 2017 - ფინალური ტური (ჩატარდება თსუ-ში)

მონაწილეობა შესაძლებელია დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. ოლიმპიადში მონაწილეობის დეტალური ინფორმაცია: /ge/faculties/science/news/.
 
ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მეილზე. შემოგვიერთდით Facebook გვერდზე TSU E-Olympics.
Print

« იხ. ყველა სიახლე