2017-09-22

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ანკეტა-კითხვარი

წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა - 22 – 26 სექტემბერი.
(რექტორის 2017 წლის 22 სექტემბრის N187/01-01 ბრძანება)

წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მე-3 კორპუსი, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი N11, ოთახი N110);

განცხადება;
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
•ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
•სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
•ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის).

თსუ-ში მისაღები გამოცდის ვადები:
(რექტორის 2017 წლის 22 სექტემბრის N187/01-01 ბრძანება)
 
გამოცდა ჩატარდება ანალიტიკურ წერაში. მაქსიმალური შეფასება 40 ქულა. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება 21 და მეტი ქულის მიღების შემთხვევაში.

•გამოცდა – 27 სექტემბერი (11:00 საათი, თსუ საგამოცდო ცენტრი, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ბიბლიოთეკის შენობა, მის.: უნივერსიტეტის ქ. N11);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება – 28 სექტემბერი (11:00 საათი, იხილეთ თსუ ვებგვერდზე);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 28 სექტემბერი (11-17:00 საათი, თსუ კანცელარია, პირველი კორპუსი, ოთახი N114);
•საბოლოო შედეგების გამოცხადება – 29 სექტემბერი (10:00 საათი, იხილეთ თსუ ვებგვერდზე);
•ხელშეკრულების გაფორმება – 29 სექტემბერი (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მე-3 კორპუსი, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი N11, ოთახი N110).

საკონტაქტო პირი: სალომე ჩიტიშვილი – 555 777155;

Print

« იხ. ყველა სიახლე