2016-06-01

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად


სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურული მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურული მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html

იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-giessen.de/cms/welcome

კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.fh-kiel.de/

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა გერმანული უნივერსიტეტი (შპაიერი, გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი): საჯარო მმართველობა
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-speyer.de/en/studies.php

კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, მენეჯმენტი
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.hs-koblenz.de/rac/index/

ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, ეკონომიკა, ელექტრული ინჟინერია, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, ქიმია, ბიოინფორმატიკა, საერთაშორისო ურთიერთობები
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): ეკონომიკა, იურიდიული, სტატისტიკა, მენეჯმენტი, ტურიზმი, ბიოლოგია, გეოგრაფია, იტალიური ენა და ლიტერატურა, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ასტროფიზიკა, მათემატიკა, ფიზიკა, პოლიტიკის მეცნიერება, კრიმინოლოგია, სოციოლოგია
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.unibo.it/it

ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ეკოლოგია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მდგრადი განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www3.unitus.it/index.php?&lang=it

ინსუბრიას უნივერსიტეტი (იტალია)
 სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www4.uninsubria.it/notte16.html

რშეჟოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქიმია, მენეჯმენტი, ელექტრული ინჟინერია, მათემატიკა
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://fao.portal.prz.edu.pl/en/erasmus-programme/courses-in-english/

ჰელსინკის უნივერსიტეტი (ფინეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.helsinki.fi/en

მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, განათლების მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.muni.cz/

კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en

იოანინას უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე
http://www.uoi.gr/en/

კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ანგლისტიკა, ამერიკანისტიკა
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ბიზნესი, ფინანსები, იურიდიული, მათემატიკა, ქიმია, კომუნიკაცია, ესპანური ენა და ლიტერატურა, არქეოლოგია, მედიაცია
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uca.es/ori/portal.do?TR=C&IDR=144

ბიალისტიკოს უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://pb.edu.pl/en/
საგნების ჩამონათვალი: http://elam.pb.edu.pl/elam/2016/modules-faculty-computer-science_winter/

პავიას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, ელექტრული ინჟინერია, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.unipv.eu/site/en/home.html
საგნების ჩამონათვალი: http://www.unipv.eu/site/en/home/study/course-catalogue/articolo11717.html

ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულება (გერმანულენოვანი): ბიოლოგია, გერმანული ენა და ლიტერატურა, იურიდიული, ბიზნესის ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-saarland.de/en/home.html

საგნების ჩამონათვალი:
http://www.uca.es/recursos/doc/Unidades/Oficina_RRII/Erasmus/Erasmus_in_coming/1761308601_2992016134137.pdf

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2016 წლის 12 ოქტომბერი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი*)
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
  • ბაკალავრის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
  • ბაკალავრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე)
  • პასპორტის ასლი
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
  • ფინეთი, იტალია: 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
  • გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
  • პოლონეთი: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 7 ნოემბრის  16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (MA) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით): erasmusplus@tsu.ge

შენიშვნა:
  • დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
  • შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
  • ერთ აკადემიურ სემესტრში შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება!
  • კილისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტების სტიპენდიების მოსაპოვებელი გასაუბრება, შესაძლოა, გაიმართოს საერთო გასაუბრების შემდეგ
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
*2016 წლის 12 ოქტომბრის ენის ტესტირებაზე დარეგისტრირების მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმული.
Print

« იხ. ყველა სიახლე