2020-07-20

2020 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა ღონისძიებამდე დარჩა რამდენიმე დღე. თსუ 2020 წლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა გექნებათ 22-26 ივლისს  თსუ პირველი კორპუსის ეზოსა და მაღლივის წინ თქვენთვის განთავსებულ ფოტოზონებში გადაიღოთ სამახსოვრო სურათები.

ფოტოსესიისთვის მანტიების, ქუდების და კაშნეების გაცემა იწარმოებს ფაკულტეტებზე 21-დან 24 ივლისის ჩათვლით 12.00-დან 18.00 საათამდე

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი -  თსუ I კორპუსი, 214-ე აუდიტორიის წინ დერეფანში (II სართული)
2. იურიდიული ფაკულტეტი -   I კორპუსი, მე-6  აუდიტორიის წინ დერეფანში (ნულოვანი სართული)
3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - XI (განივი) კორპუსის ფოიეში (I სართული)
4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი -  X (მაღლივი) კორპუსის ფოიეში  (I სართული)
5. მედიცინის ფაკულტეტი- მორფოლოგიის ინსტიტუტის ფოიეში   (I სართული)
6. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი- VI კორპუსის  ფოიეში   (I სართული)  
7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსის  ფოიეში   (I სართული)  

გთხოვთ, დაიცვათ სოციალური დისტანცია



Print

« იხ. ყველა სიახლე