2015-09-15

დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად

თუ გსურთ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, მაშინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან თანამშრომლობით გაძლევთ შანსს დახვეწოთ, განავითაროთ და განახორციელოთ ბიზნეს იდეა.

ყველა დარეგისტრირებული პირი გაივლის ბიზნესს სატრენინგო კურსს, გაეცნობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მუშაობის პრინციპს. გაიგებს რა შესაძლებლობები ეძლევათ. აგრეთვე, გაეცნობიან ლაბორატორიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიების ბიზნეს საქმიანობაში გამოყენებისა და ამ ტექნოლოგიების ბაზაზე ინოვაციური პროდუქტების შექმნის პერსპექტივებს.

ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა თუ მარკეტოლოგებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ გუნდები, ერთობლივად შეიმუშაონ იდეები, შექმნან ბიზნეს მოდელი, ასევე შექმნან პროდუქტის 2D მოდელი და ჩამოაყალიბონ კომპანია. შერჩეული მონაწილეები გადავლენ პროექტის შემდეგ ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს პროტოტიპის შექმნასა და მის რეალიზებას. პროდუქტის ბაზარზე გატანა პირველად მოხდება პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქტის დატესტვას და სამომავლო სტრატეგიების განსაზღვრას.

ღონისძიების Facebook გვერდი

სარეგისტრაციო ლინკი


Print

« იხ. ყველა სიახლე