2014-06-05

„მწვანე წიგნომანი“

დავუბრუნოთ ახალგაზრდობას ქართული მწერლობა
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროექტის - "მწვანე წიგნომანი" მიზანია, ახლგაზრდობას გაუღვივოს ინტერესი ქართული მწერლობისადმი. თბილისის 7 სკოლის გუნდი წარმოადგენს თავის პრეზენტაციას მისთვის საინტერესო ქართველი მწერლის შემოქმედების შესახებ. 8 ივნისს 14:00 საათზე, მათ შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, გამოავლენს გამარჯვებულს და დააჯილდოვებს.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროექტი „მწვანე წიგნომანი“ დაიწყო 10 აპრილს და 8 ივნისს დასკვნით  ღონისძიებაზე წარსდგებიან თბილისის კერძო და საჯარო სკოლის მოსწვლეები, რომლებიც პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ მათ მიერ შერჩეული ავტორისა და ნაწარმოების ანალიზს, მათ დამოკიდებულებას და ხედვას შერჩეული ნაწარმოებისა და ავტორის მიმართ. ღონისძიებას დაესწრებიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლები,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პრესა, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები და სხვა.
კონკურსი "მწვანე წიგნომანი" სამეცნიერო ბიბლიოთეკამ წიგნიერების წელთან დაკავშირებით წამოიწყო, მოსწავლეების აქტიურობის გაზრდის მიზნით.  კონკურსში ამ ეტაპზე 7 სკოლა მონაწილეობს მომავალი წლიდან კი იგი რეგიონთაშორის სახეს მიიღებს.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლე შეიყვარებს წიგნთან ურთიერთობას, გაიზრებს და ახალი თვალით დაანახავს თანამედროვე ბიბლიოთეკას, როგორც კომუნიკაციის,  ინფორმაციის მოძიებისა და გაცვლის საუკეთესო საშუალებას, უკეთ გაიცნობს ქართულ მწერლობას და ორიგინალური კუთხით დაინახავს მათ ნაწარმოებებს, მიეჩვევა კვლევას, კრეატიულ აზროვნებას. კონკურსი დაეხმარება სკოლებს აღმზრდელობით–საგანმანათლებლო პროცესში.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა                                                                 
მ. ალექსიძის 1/4;   www.sciencelib.ge/
info@sciencelib.ge     2 212731                                                                                                                                                                                                                                               

ნინო პავლიაშვილი
სერვისების განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერი
599 26 85 24   nino.p@sciencelib.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე