2017-09-21

თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

Erasmus+ და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, სავალდებულო B2 დონის ინსტიტუციონალურ ენის ტესტირებაზე დასარეგისტრირებლად 2017 წლის 18 სექტემბრიდან  29 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა გაგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmus_test@tsu.ge.*

მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური ან ესპანური.
მეილის ტექსტში მიუთითეთ საკონტაქტო მობილურის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, ფაკულტეტი, სწავლის საფეხური და პირადი ნომერი.

ტესტის ჩაბარების უფლება აქვთ თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის, მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე** სემესტრის სტუდენტებს!

ტესტირება გაიმართება 2017 წლის 3 ოქტომბერს 10:00-საათზე თსუ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

ტესტირებაზე აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

*დასტურს მიიღებთ ელ-ფოსტის საშუალებით.
**სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ ენის ტესტზე დარეგისტრირებას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
*** მაგისტრატურის პირველი სემესტრისა და დოქტორანტურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა იქნება 2017 წლის 2 ოქტომბრის 12:00 საათი.



Print

« იხ. ყველა სიახლე