2013-05-23

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია ,,პოლონური მოტივები – ისტორია და თანამედროვეობა“

2013 წლის 5 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება III სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა
კონფერენცია ,,პოლონური მოტივები – ისტორია და თანამედროვეობა“

კონფერენციას ატარებენ:
-  ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის  კავკასიური კვლევის ცენტრი
-  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-  პოლონეთის საელჩო საქართველოში

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
  1. პოლონეთის პოლიტიკურ–ეკონომიკური საკითხები
  2. პოლონეთის ისტორიულ–კულტურული საკითხები
  3. პოლონურ–ქართული ურთიერთობები

მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
რეგისტრაცია ხორციელდება 3 ივნისამდე მეილის საშუალებით: caucasus.studium@uw.edu.pl

მეილში მიუთითეთ:
  1. სახელი და გვარი
  2. ფაკულტეტი
  3. მოხსენების ზუსტი სათაური

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 593 136 190
Print

« იხ. ყველა სიახლე