2010-06-01

გაცვლითი პროგრამა კადისის უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარული, სოციალურ და პოლიტიკური და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის II და III, ასევე მაგისტრატურის I  სასწავლო წლის სტუდენტებისათვის კადისის უნივერსიტეტში (კადისი, ესპანეთი http://www.uca.es) გაცვლითი სტუდენტის სტატუსით ერთი სემესტრით სწავლის უფლების მოსაპოვებლად (2010/11 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ან ესპანური ენის  ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • ბიოგრაფია/CV (ქართულ და ესპანურ ენებზე)
  • მოტივაციის წერილი (ესპანურ ენაზე)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული) 
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • პასპორტის ასლი
  • სასურველია ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი

კადისის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ესპანურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.uca.es

კადისის უნივერსიტეტი გაცვლით სტუდენტს ათავისუფლებს სწავლების გადასახადისაგან. სტუდენტის ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 21 ივნისი 12 საათი; დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ თსუ–ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს;  თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237; ტელ: 25 02 12
Print

« იხ. ყველა სიახლე