2014-11-25

მათემატიკის მასწავლებელთა საყურადღებოდ!

25 ნოემბერს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის - "მათემატიკა"  პრეზენტაცია გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, მთავარი რედაქტორი, პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე, სარედაქციო საბჭოს წევრები  - ასოცირებული პროფესორები  გრიგოლ სოხაძე და ქეთევან შავგულიძე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე