2011-09-22

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს სტაჟიორის შესარჩევად

შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის  მე–5, მე–6 და მე–7 სემესტრის სტუდენტებს. შერჩევა იწარმოებს სააპლიკაციიო პაკეტის განხილვისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

სააპლიკაციო პაკეტი:
ა) CV (ინგლისურ ენაზე)
ბ) რეკომენდაცია (ქართულ ან ინგლისურ ენაზე)
გ) მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე)
ე) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია)

კომისიის მიერ შერჩეულ სტაჟიორს დაევალება:
** დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა
** დეპარტამენტისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა
** საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა სახის ინფორმაციის გავრცელება თსუ მასშტაბით
** სხვა სახის დავალებები და პასუხისმგებლობები დეპარტამენტის საჭიროებებიდან გამომდინარე

პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა

კვირეული დატვირთვა: 12 საათი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 30 ივლისამდე
ანაზღაურება: ანაზღაურების გარეშე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი /დასკანერებული ვერსია/  არაუგვიანეს ა/წ 17 ოქტომბრის 12 საათისა უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე