2015-03-16

კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის.

მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  თსუ-ს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორებს.

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა აპლიკანტმა წარმოადგინოს ინგლისური ან/და თურქული ენის ცოდნის (B2) დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა.

უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან ცნობის არ არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 16-27 მარტს უნდა გაიარონ რეგისტრაცია თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში ( თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) და  დაწერონ ინსტიტუციონალური ტესტი უცხო ენაში.

რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად იქონიეთ თან ცნობა სამუშაო ადგილიდან.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული 

სტიპენდიების რაოდენობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული

 
რეგისტრაციის გასავლელად მიმართეთ პროფესორ ელისაბედ  ბჟალავას
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ი.ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121
e-mail: mevlana@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე