2011-11-26

ერთსემესტრიანი ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს  III, IV, V  სემესტრის ბაკალავრიატის და I სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 2012/2013 სასწავლო წლის ინგლისურენოვანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად
 

საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.ut.ee)

ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია)
 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.lu.lv)

ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და  იურიდიული ფაკულტეტები (www.vu.lt)

კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში (სლოვაკეთი)
 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები (www.uniba.sk)

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები. (www.euv-frankfurt-o.de/en)

ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი (ლიტვა)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.vdu.lt/en)

პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.cuni.cz/UKENG-1.html)

სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ეკონომიკისა და ბიზნესის და  სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები  (www.iro.uw.edu.pl)



კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • CV ინგლისურ ენაზე
  • ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან (ქართულ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე 5 ეგზემპლარად)
  • რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  • ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან (ქართულ ენაზე)
  • ბაკალავრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
  • ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4  
  • პასპორტის ასლი
  • პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი


შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2011 წლის 16 დეკემბერს 10 საათზე,
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!


საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის  5 დეკემბრის 12 საათი
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).



შენიშვნა:                     დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
პირველი ეტაპის შედეგები და მეორე ეტაპზე დაშვებულ სტუდენტთა სია გამოქვეყნდება თსუ ვებ–გვერდზე!
Print

« იხ. ყველა სიახლე