2011-04-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 71-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის 2011 წლის 17 თებერვლის №3206 განცხადების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,

ვბრძანებ:

1.    ჩატარდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი”) სტუდენტთა 71-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენცია 2011 წლის 27 აპრილიდან 30 აპრილამდე.  
2.    დამტკიცდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა 71-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესი (დანართი №1).   
3.    უნივერსიტეტის სტუდენტთა 71-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ორგანიზება დაევალოს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებას.
4.    დაევალოთ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს უზრუნველყონ შესაბამის ფაკულტეტებზე თსუ სტუდენტთა 71-ე სამეცნიერო კონფერენციისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კონფერენციის ორგანიზების წესის შესაბამისად.
5.    დაევალოს საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის სტუდენტთა 71-ე სამეცნიერო კონფერენციის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა წინამდებარე ბრძანებას თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად (დანართი №2).
6.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტუ¬რუ¬ლი ერთეულებისათვს გადაცემა.
7.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი                                         ა. კვიტაშვილი



შეთანხმებულია:

საფინანსო სამსახურის უფროსი                                    ი. საღარეიშვილი


იურიდიული სამსახურის უფროსი                              ა. კუკულავა
Print

« იხ. ყველა სიახლე