2014-10-29

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს III, IV, V სემესტრის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის 2014/2015 სასწავლო წლის (გაზაფხულის სემესტრი) ინგლისურენოვანი ერთსემესტრიანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.ut.ee)
ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და  იურიდიული ფაკულტეტები (www.vu.lt)

კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში (სლოვაკეთი)
 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები (www.uniba.sk)

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონულად შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით:  http://dfronline.tsu.edu.ge/?lang=en&uni=hel
(აპლიკანტები უნდა დარეგისტრირდნენ და ატვირთონ  ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია pdf ფაილში).   
  • CV ინგლისურ ენაზე;
  • ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან (ქართულ ენაზე); 
  • მოტივაციის წერილი (ხელმოწერილი, ინგლისურ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში ან/და ატვირთეთ განაცხადი რომ გინდათ ტესტის (B2) დაწერა ინგლისურ ენაზე); 
  • ბაკალავრიატში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის   დეკანატიდან  (ქართულ ენაზე);
  • პასპორტის ასლი; 

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსის I ეტაპი (ტესტირება)  ჩატარდება  ა.წ. 5 ნოემბერს  16:30  სთ
ტესტირება გაიმართება საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
  აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 3 ნოემბერი 18 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 2 25 02 12 ).

შენიშვნა: დაგვიანებული განაცხადება არ მიიღება!
პირველი ეტაპის შედეგები და მეორე ეტაპზე დაშვებულ სტუდენტთა სია გამოქვეყნდება თსუ ვებ–გვერდზე!

Print

« იხ. ყველა სიახლე