2016-03-09

საჯარო ლექცია თსუ-ში

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის ანტიკორუფციულ საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას მართავს. საქართველოში აკრედიტებულ ათ უმაღლეს სასწავლებელში, საჯარო დისკუსიები გაიმართება თემაზე: „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა“.

პირველი საჯარო ლექცია-დისკუსია განხორციელდება, 10 მარტს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, აუდიტორია N115 (პეტრე მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია).

 


 
Print

« იხ. ყველა სიახლე