2016-06-15

კონკურსი თსუ-ს სტუდენტებისათვის ტრინაციონალურ საზაფხულო უნივერსიტეტში „ციფრული კულტურები“ მონაწილეობისათვის

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს, ზაარლანდისა და ნანტის უნივერსიტეტების ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში „ციფრული კულტურები“ მონაწილეობისათვის.

აღნიშნული საზაფხულო უნივერსიტეტი მონაწილეებს სთავაზობს სხვა ქვეყნების ენისა და კულტურის ინტერკულტურული ვორკშოპებისა და გერმანულ-ფრანგულ-ქართულ ენებზე ანიმაციების საშუალებით გაცნობის, ისევე როგორც ტურებისა და ექსკურსიების საშუალებით პარტნიორ ქალაქებში და მათ შემოგარენში განსაკუთრებული ატმოსფეროს აღმოაჩენის უნიკალურ შესაძლებლობას.

საზაფხულო უნივერსიტეტში  მონაწილეობისათვის გამოცხადებულ კონკურსზე ელექტრონულად დარეგისტრირების საბოლოო ვადაა 2016 წლის 22 ივნისის 23:00 საათამდე.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: დანართი 1 , დანართი 2 , დანართი 3.
Print

« იხ. ყველა სიახლე