2015-03-18

ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია

2015 წლის 14-15 მაისს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
1.    ჰუმანიტარული მეცნიერებები
2.    სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები
3.    საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
4.    ინჟინერია და ტექნოლოგია
5.    მედიცინა და ჯანდაცვა
6.    აგრარული მეცნიერებები

კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ, სექციურ და სასტენდო მოხსენებებს.
კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული

გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2015 წლის 20 აპრილამდე  მისამართზე: info@youngscientists.org.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: youngscientists.org.ge  ტელ.:  599 77 51 46

კონფერენციის ჩატარების ადგილი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საკონფერენციო დარბაზი, რუსთაველის გამზ. № 52

Print

« იხ. ყველა სიახლე