2016-09-16

სისხლის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის

თსუ იურიდული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეთა შესარჩევად. (http://iccmoot.com/)

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტებისგან დაკომპლექტება გუნდი, რომელიც თსუ-ს სახელით მონაწილეობას მიიღებს იმიტირებულ სასამართლო პროცესის ფინალურ რაუნდში 2017 წ. მაისში, ჰააგაში (ნიდერლანდები). მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯი ანაზღაურდება თსუ-ს მიერ.

თსუ-ს დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადი ელ-ფოსტით უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წ. 21 სექტემბერი.

გასაუბრება ჩატარდება 2016 წ. 22 სექტემბერს 17:00 სთ-ზე 115-ე ოთახში (თსუ II კორპუსი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი).

გასაუბრება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დარგებისა და გამოწვევების გარშემო ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები:
1.კონკურსტანტი თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი 2017 წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით უნდა იყოს;
2.თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (როგორც მეტყველება, ისე წერა);
3.გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის (სასურველია ასევე - საერთაშორისო სისხლის ან/და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის) კურსი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს - საბა ფიფიას-შემდეგ ელ-ფოსტაზე: s.p.pipia@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე