2013-05-01

ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის II და III კურსის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის (2013/2014)

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2013/2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბრემენის უნივერსიტეტში სამთვიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის  II და III კურსის სტუდენტებს, ვინც გადალახა 2012 წ. დეკემბერში ჩატარებული გერმანულენოვანი  გაცვლითი პროგრამების შესარჩევი კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) და ამავე ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ გერმანულ და/ან ინგლისურ ენას.

კონკურსზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 2013 წლის 13 მაისის 12 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონკურსზე დასარეგისტრირებლად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ.: 225 0212).
Print

« იხ. ყველა სიახლე