2016-06-24

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის  2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 2016 წლის 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამისი ანკეტის დახმარებით  sms.tsu.ge -ს პირად გვერდზე.   

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიის თარიღს და მანტიების გაცემის დეტალების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
Print

« იხ. ყველა სიახლე