2018-07-04

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "პოლიტიკა კავკასიის გარშემო"

16 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და „საქართველოს სამეზობლო კვლევის ინსტიტუტი“ გამართავს IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - "პოლიტიკა კავკასიის გარშემო".

კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისა და რეგიონის პოლიტიკური აქტორების საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენისა და ლიტერატურისა და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე რუსეთის, ირანისა და თურქეთის მოქალქეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური.

• აბსტრაქტს წარდგენის ბოლო ვადა: 24 სექტემბერი 2018;
• აბსტრაქტების მიღების შესახებ შეტყობინება: 2017 წლის 1 ოქტომბრიდან;
(ავტორებს ეცნობებათ წერილობითი სახით);
• მოხსენების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ოქტომბერი;
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და აბსტრაქტების წარმოსადგენად გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ: igns@tsu.ge მეილზე შემდეგი სათაურით: "პოლიტიკა კავკასიის გარშემო", 2018.


კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება: 50 ლარი.
მოხსენების აბსტრაქტი - 300-350 სიტყვა;
მოხსენება - 3000-5000 სიტყვა;
სტილი - APA
ქაღალდის ზომა - A4
ფონტი - Times New Roman

კონტაქტი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, “საქართველოს სამეზობლოს კვლევითი ინსტიტუტი“
მაია მანჩხაშვილი
მისამართი: საქართველო, თბილისი, ი.ჭავჭავაძე 14.
ტელეფონი: +995 557 323227.

Print

« იხ. ყველა სიახლე