2014-04-22

სასწავლო სტიპენდიები ირლანდიაში

ლიმერიკის უნივერსიტეტი სთავაზობს პირველ, მეორე ან მესამე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებს სრულად დაფინანსებულ  ორ სტიპენდიას ბიზნესისა და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით

საბაკალავრო სტიპენდია  ფარავს სწავლების, საცხოვრებლის, სამგზავრო ბილეთის (ორი გზა)  და სხვა ხარჯებს: დაზღვევა, წიგნები, ვიზა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არიან ბაკალავრიატის პირველ, მეორე ან მესამე კურსზე. კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის კარგი ცოდნა (TOEFL or IELTS სერთიფიკატი) და უნდა ჰქონდეს გავლილი  ერთიანი ეროვნული გამოცდები   (მინიმალური ზღვარი75%).

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მობრძანდეთ პარასკევს 25 აპრილს, 17 საათზე სასტუმრო Holiday Inn. ირაკლი გილაური გამართავს პრეზენტაციას აღნიშნულ სტიპენდიასთან დაკავშირებით.

 პრეზენტაციაზე დასასწრებლად გამოგზავნეთ შეტყობინება მეილზე info@igeneration.ge 24 აპრილის ჩათვლით და მიუთითეთ Presentation Registration (in the subject line).

განცხადების მიღების ბოლო ვადა  2014 წლის 13 ივნისი.

Print

« იხ. ყველა სიახლე