2012-08-05

2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ–ს ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუსშეჩერებულს.

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
დამატებითი სემესტრის სტუდენტს არ აქვს შიდა მობილობაში მონაწილეობის მიღების უფლება.

შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
1. განცხადება;
2. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით) და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ პირთა განაცხადების მიღება
შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებები მიიღება იმ ფაკულტეტის კანცელარიაში, სადაც სტუდენტს სურს გადასვლა (საკონტაქტო ინფორმაცია).

შიდა მობილობის ვადები (ბრძანება №86/01-01, 16.07.12)
დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე - 30 ივლისი - 10 აგვისტო;
კრედიტების აღიარება – 13 - 15 აგვისტო;
სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 17 აგვისტო;
ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება –  20 აგვისტო.

ვაკანტური ადგილები
შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით განისაზღვრა ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 5 ივლისის №82/01-01 ბრძანებით (ბრძანება №82/01-01, 05.07.12) (ბრძანება №:1097/01-04, 23.07.2012)

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება


სტუდენტის შესაბამის ფაკულტეტზე გადაყვანის წინაპირობაა, მის მიერ აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ასევე სტუდენტის მიერ რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე განაცხადის შეტანის შემთხვევაში, აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო პროგრამა და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.


საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, შიდა მობილობით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების რაოდენობის გადაჭარბებით.

კრედიტების აღიარება

შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №74/2012 დადგენილების შესაბამისად.

Print

« იხ. ყველა სიახლე