2017-04-13

საგრანტო კონკურსი ლიტვის ISM მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში

ლიტვის ISM მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი 2017 წლისთვის ქართველი სტუდენტებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ქართველი სტუდენტები მიიღებენ 30-50%-იან ფასდაკლებას შემდეგ ინგლისურენოვან პროგრამებზე:

ბაკალავრიატი:
ინდუსტრიული ტექნოლოგიის მენეჯმენტი;
საერთაშორისო ბიზნესი და კომუნიკაცია;
ეკონომიკა და პოლიტიკა;
ფინანსები.

მაგისტრატურა:
ინოვაცია და ტექნოლოგიის მენეჯმენტი;
საერთაშორისო მარკეტინგი და მენეჯმენტი;
ფინანსური ეკონომიკა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
საკონტაქტო ინფორმაცია:ilona.malyseva@ism.lt

Print

« იხ. ყველა სიახლე