2015-12-03

ადამი მედიის პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

2015 წლის 10 დეკემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ინიციატივა მედია პროფესიონალთათვის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, გიწვევთ დისკუსიაზე: „კულტურული მრავალფეროვნების გამოწვევები დღევანდელ მედიაში“.

დისკუსიას წარუძღვებიან მოწვეული ევროპელი მედია ექსპერტები: ფრანს ჯენეკენსი-ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NRT) მრავალფეროვნების დეპარტამენტის ხელძღვანელი და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ფარგლებში არსებული კულტურათაშორისი მრავალფეროვნების ჯგუფის თავმჯდომარე. კურტ შაადი-პირველი ინტერნეტ ტელევიზიის JOIZ-ის თანადამაარსებელი, 38-წლიანი სამუშაო გამოცდილებით შვეიცარიის საზოგადოებრივ ტელევიზიაში. რობერტ პარსონსი-France 24-ის  უცხოეთის  ამბების  მთავარი  რედაქტორი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის PIK ყოფილი ხელმძღვანელი და წლების მანძილზე BBC-ის კორესპონდენტი.

მოდერატორები: ელენე კვერნაძე, გიორგი ლომსაძე.

ეს არის უნიკალური შანსი სტუდენტებისათვის, მედიის პროფესიონალებისა და კულტურული მრავალფეროვნების ექსპერტებისათვის, საფუძვლიანად გაიაზრონ ევროპული გამოცდილება მედიის შესახებ.

იხილეთ ბმული

დანართი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

Print

« იხ. ყველა სიახლე