2016-12-14

აქცია „ნუ მოჭრი ნაძვს“

18 დეკემბერს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ეკო-კლუბის წევრები, ნორჩ გეოგრაფთა სკოლის მსმენელები, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტები  ბორჯომში აქციას „ნუ მოჭრი ნაძვს“ გაიმართავენ.

აქციის მიზანია მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მოსახლეობას შეახსენონ, თუ რა დიდ ზიანს აყენებს ეკოლოგიას წიწვოვნების ჭრა.

ღონისძიებას უხელმძღვანელებს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ეკო-კლუბის პრეზიდენტი დემეტრე მოდებაძე.



Print

« იხ. ყველა სიახლე